საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, პარიზში, ჟურნალისტებთან ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის შესახებ განცხადება გააკეთა.
როგორც Reuters-ი წერს, მან ისრაელი და შეერთებული შტატები ირანზე თავდასხმების გამო გააკრიტიკა, რადგან იერიში გაეროსთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე დაიწყეს.
"სამხედრო ოპერაციების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება მკაფიო მიზნის გარეშე სპირალის რისკს აჩენს, რაც ირანს და რეგიონს არასტაბილურობის ხანგრძლივ პერიოდში ჩაითრევს, რომლის შედეგიც ძალიან გაურკვეველი და ჩვენი ინტერესებისთვის საზიანო იქნება", - თქვა მან.
მან ასევე გააკრიტიკა ირანი საპასუხო თავდასხმების გამო.
"სამხედრო ესკალაცია რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს. ირანის რეჟიმმა, რომელმაც ახლა თავისი ლიდერი დაკარგა, უნდა შეწყვიტოს ეს თავდასხმები", - თქვა მან და დასძინა, რომ ირანი უნდა შეეგუოს "სერიოზულ დათმობებს და პოზიციის რადიკალურ ცვლილებას".