18 ივნისი 2026,   14:17
ვრცლად
კვიპროსის პრეზიდენტის განცხადებით, ირანული თავდასხმის შედეგად ბრიტანეთის სამხედრო ბაზამ მცირე მატერიალური ზიანი მიიღო

კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა დღეს განცხადება გააკეთა, რომელშიც დეტალურად აღწერა კვირა საღამოს, ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე "შაჰედის" ტიპის დრონით ირანული თავდასხმა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. 

ხმელთაშუა ზღვის კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე "აკროტირის" საჰაერო ბაზაზე თავდასხმამ "მცირე მატერიალური ზიანი“ გამოიწვია - განაცხადა ქრისტოდულიდესმა.

"თავიდანვე, რესპუბლიკის ყველა შესაბამისი სამსახური მაღალ მზადყოფნაში იყო და სრულად ოპერატიულად მუშაობდა. ამავდროულად, მე დაუყოვნებლივ მოვიწვიე ეროვნული უშიშროების საბჭო სიტუაციის შესაფასებლად, რომელიც მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში რჩება", - თქვა პრეზიდენტმა.

"მინდა ნათლად განვაცხადო: ჩვენი ქვეყანა არანაირად არ არის ჩართული და არც აპირებს მონაწილეობას რაიმე სამხედრო ოპერაციაში", - დასძინა მან.

ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს კვიპროსში მუდმივი სუვერენული ბაზები აქვს, მათ შორის არის "აკროტირის" სამეფო საჰაერო ძალების ბაზა. ეს ბაზა, ტრადიციულად, ახლო აღმოსავლეთში ბრიტანული ოპერაციების ცენტრს წარმოადგენდა.

დღის ამბები