09 აგვისტო 2026,   12:41
ვრცლად
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ჯამში, 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. 

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 1-ელ მარტს თბილისის აეროპორტიდან აღარ შესრულდება 17 რეისი. რაც შეეხება ბათუმს, გაუქმებულია დღეს დაგეგმილი 4 ფრენა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით:

თელ-ავივი - 7 რეისი;

შარჟა - 2 რეისი;

დუბაი - 3 რეისი;

დოჰა - 3 რეისი;

აბუ-დაბი - 1 რეისი;

ქუვეითი - 1 რეისი;

ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმდა 4 ფრენა თელ-ავივის მიმართულებით.

დღის ამბები