18 ივნისი 2026,   16:54
ვრცლად
"ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოზიცია - ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებისა და ტერორიზმის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის აღკვეთა, რომელიც მრავალი ფორმით ტანჯავს ახლო აღმოსავლეთს" - კანადის პრემიერი

ეს არის სერიოზული კონფლიქტი, სერიოზულ კონფლიქტში კი, არჩევანის გაკეთება გიწევს - აცხადებს კანადის პრემიერ-მინისტრი. მარკ კარნის თქმით, მათ აქვთ თანმიმდევრული პოზიცია - ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების აღკვეთა და ტერორიზმის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის აღკვეთა, რომელიც ტანჯავს ახლო აღმოსავლეთს.

"ეს არის სერიოზული ესკალაცია. ის მოჰყვა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას სიტუაციის მოსაგვარებლად, რათა დასრულებულიყო ბირთვული გამდიდრება და ირანის მიერ ტერორიზმის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა. ამ მცდელობებს ჰქონდა პროგრესი, მაგრამ არა ყოვლისმომცველი. ბოლო კვირების განმავლობაში ეს ძალისხმევა გააქტიურდა, თუმცა შედეგის გარეშე, სწორედ ამან მიგვიყვანა აქამდე.

ეს არის სერიოზული კონფლიქტი, სერიოზულ კონფლიქტში კი არჩევანის გაკეთება გიწევს და, რა თქმა უნდა, ირანელი ხალხის მხარდაჭერა.

ჩვენ არ ვყოფილვართ ამ პროცესის სამხედრო ესკალაციის ან მისი სამხედრო დაგეგმვის მონაწილეები. შესაბამისად, არ განიხილება, რომ მომავალში ამის ნაწილი ვიქნებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ფინანსთა მინისტრს, მე თავად პრეზიდენტთან ერთად და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჩვენს კოლეგებთან, ბოლო კვირების განმავლობაში გვქონდა მთელი რიგი დისკუსიები იმის შესახებ, რომ ეს შესაძლოა მომხდარიყო, თუ დიპლომატიური ძალისხმევა წარმატებული არ აღმოჩნდებოდა," - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.

დღის ამბები