ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ქართულ ტელევიზიებზე მიღებულ გადაწყვეტილებას, სადამსჯელო ზომების ნაწილად აფასებს მმართველი გუნდი. უმრავლესობა ამბობს, რომ ამ ნაბიჯებით გარე და შიდა აქტორები დიდი ხანია ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.
უმრავლესობის წევრები იზიარებენ პრემიერის პოზიციას და თვლიან, რომ ქართულ მედიაზე თავდასხმები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული:
"დებატები არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება და საღად მოაზროვნე მედიასაშუალებები უპირისპირდებიან იმ ექსტრემიზმს, რომელიც საქართველოს ქუჩებში ვითარდება. იყო მცდელობა, რომ იდეური დაპირისპირება გადმოტანილიაო პარლამენტში, საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილები ჰქონდა ოპოზიციას, ამაზე კი უარი თქვეს, ვინაიდან აირჩიეს რევოლუციური გეგმა. დებატები, ამ რევოლუციურ გეგმას მნიშვნელოვნად უპირისპირდება და გარკვეულწილად არბილებს იმ ხისტ დამოკიდებულებას საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის, რომელიც სამწუხაროდ, როგორც დივერსია, ისე ხორციელდება საქართველოში,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.