ახალგაზრდობის სააგენტო, 2026 წლის გეგმებს რეგიონებს აცნობს და საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.
შეხვედრა უკვე გაიმართა რუსთავში, სადაც ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, მიმდინარე წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
მოგვიანებით, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაცია, რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილ ახალგაზრდებსაც წარუდგინეს.