06 აგვისტო 2026,   04:09
ვრცლად
საქართველოს საერთაშორისო გასტროინფლუენსერები სტუმრობენ

საქართველოს საერთაშორისო გასტრო-ინფლუენსერები სტუმრობენ.

გაეცნენ ქართულ ღვინოსა და სამზარეულოსა, მოინახულეს კვების ობიექტები, როგორც თბილისში, ასევე კახეთში.  

ინფლუენსერთა ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს სწორად პოზიციონირება მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე, როგორც მაღალი ხარისხის, ავთენტურ და განსხვავებულ გასტრო-ტურისტულ მიმართულებად.

ავტორი, ფოტოგრაფი და ბრენდ სტრატეგიის კონსულტანტი ჟოაო ვენგოროვისი აცხადებს, რომ საქართველოს სტუმარმასპინძლობამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა. 

"საქართველოში დიდი შთაბეჭდილება მივიღე ხალხით და სტუმარმასპინძლობით. ვფიქრობ ქართულ გასტრონომიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვიყავით ბაზარში, რესტრნებში, ვიმოგზაურეთ ღვინის რეგიონში, კახეთში, სადაც ღვინო გავსინჯეთ, რომელსაც დიდი ისტორია აქვს. პრივილეგიაა, როდესაც ღვინის ასეთი ძლიერი ტრადიცია გაქვთ,"- აცხადებს ჟოაო ვენგოროვისი.

დღის ამბები