10 აგვისტო 2026,   09:24
ვრცლად
"უკრაინისთვის მხარდაჭერა ყველა სხვა ფორმით უნდა გამოგვეხატა, მაგრამ ყველაფრის ფასად უნდა შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ამ ქვეყანაში" - გიორგი შარაშიძე

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ქვეყანა სანქციებს არ უნდა შეერთებოდა, თუმცა უკრაინის მხარდასაჭერად ყველა ნაბიჯი უნდა გადაედგა.

მისივე თქმით, ამასთან არ უნდა მომხდარიყო ის, რომ საქართველო გამხდარიყო სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი. 

"რა თქმა უნდა, სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე სანქციებს არ უნდა მივერთებოდით.

მეორეს მხრივ, არ უნდა მომხდარიყო ის, რომ საქართველო გამხდარიყო სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი. აქ ეს არის მთავარი, როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, მით უმეტეს, როდესაც მეორე ფრონტის გახსნაზე ვსაუბრობთ.

რა თქმა უნდა, უკრაინისთვის მხარდაჭერა ყველა სხვა ფორმით უნდა გამოგვეხატა, მაგრამ ყველაფრის ფასად უნდა შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ამ ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

დღის ამბები