საქართველოს პრეზიდენტმა საბჭოთა ოკუპაციის წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისაუბრა. ამავე კონტექსტში სატელევიზიო ინტერვიუს დროს მიხეილ ყაველაშვილმა განმარტებები სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა.
"105 წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც დავკარგეთ დამოუკიდებლობა და ეს არის გამოცდილება ჩვენთვის. თქვენ ახსენეთ, რომ დღეს არის ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, მაგრამ განსხვავებული რეალობა გვაქვს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ორი რეგიონი, რომელზეც ჩვენ მუდმივად ვპოზიციონირებთ, რომ იქ ცხოვრობენ ჩვენი ოსი, აფხაზი დები და ძმები.
ჩვენი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკაა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ჩვენს ძმებთან და დებთან მიმართებით, გულწრფელი, გულღია, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად ერთიან საქართველოში ცხოვრება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შედგეს. იმედს ვიქონიებ, რომ ადრე თუ გვიან ეს აქტი აუცილებლად შედგება, საქართველო გაერთიანდება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.