03 აგვისტო 2026,   09:40
ვრცლად
"ბრალდების მხარე დაკითხავს იმ მოწმეებს, ვინც უშუალოდ მივიდა, პირველად, გიგა ავალიანთან, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა" - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან.

"გაგრძელდება მტკიცებულების გამოკვლევა ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის მიმართ. ბრალდების მხარე დაკითხავს იმ მოწმეებს, ვინც უშუალოდ მივიდა, პირველად, გიგა ავალიანთან, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და დეტალურად გამოიკვლევს მათ, რა შემხებლობა ჰქონდათ ამ საქმესთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მიმოვიხილავთ გარკვეულ ნივთიერ მტკიცებულებებს," - აღნიშნა პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ.

"ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არიან, იმიტომ, რომ ზუსტად ამ მოწმეებმა თქვეს, რომ სანამ სასწრაფო მოვიდოდა, გიგა წამოიწია და მოწყვეტით გადავარდა და დაარტყა თავი ისე, რომ ჰქონდა ხმა," - ამბობს ალექსანდრე გაბაშვილის მამა, ალექსანდრე გაბაშვილი.

ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. 3-ს ბრალი დაუმძიმდა და ახალი ბრალდება სხვა ძალადობრივი დანაშაულების ფაქტებზე წარედგინა.

დღის ამბები