18 ივნისი 2026,   23:53
ვრცლად
დღეიდან, თუ უკრაინული მხარე სლოვაკეთს უკრაინის ენერგოქსელის სტაბილიზაციაში დახმარების თხოვნით მიმართავს, ის ასეთ დახმარებას აღარ მიიღებს - რობერტ ფიცო

დღეიდან თუ უკრაინული მხარე სლოვაკეთს უკრაინის ენერგოქსელის სტაბილიზაციაში დახმარების თხოვნით მიმართავს, ის ასეთ დახმარებას აღარ მიიღებს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინისთვის საგანგებო ელექტროენერგიის შეწყვეტა არის პირველი საპასუხო ნაბიჯი, რომლის გადადგმის უფლებამოსილებაც სლოვაკეთის მთავრობას აქვს საერთაშორისო წესებისა და ვალდებულებების დარღვევის გარეშე.

მისივე თქმით, თუ უკრაინა ნავთობის ტრანზიტს არ აღადგენს, სლოვაკეთი მზადაა, მიიღოს შემდგომი ზომები, მათ შორის გადახედოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერის თქმით, "პრეზიდენტ ზელენსკის მტრული ქმედებების გამო უკრაინის წინააღმდეგ პირველი საპასუხო ზომების მიღებამდე" დაინტერესდა მასთან საუბრით და პასუხის მიღებით, თუ როდის განახლდება და საერთოდ აღდგება თუ არა ნავთობსადენ "დრუჟბით" ნავთობის მიწოდება. ცნობისთვის, ნავთობსადენ "დრუჟბით" ნედლეულის მიწოდება 27 იანვრიდან არის შეჩერებული. უკრაინული მხარის განცხადებით, მიზეზი ნავთობსადენზე განხორციელებული რუსული თავდასხმაა. სლოვაკეთი და უნგრეთი კი უკრაინას "შანტაჟსა" და რუსული ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები