05 აგვისტო 2026,   02:54
ვრცლად
სპორტის მინისტრი თბილისში კადეტებსა და იუნიორებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე თბილისში კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს დაესწრნენ. მინისტრი მოფარიკავეებს შეხვდა და წარმატებული ასპარეზობა უსურვა, ასევე გიორგი ურუშაძეს პირადად მიულოცა ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული მედალი.

თბილისის ზღვის პლაზაში კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატი დღეს გუნდური ასპარეზობით დასრულდება. 24 თებერვლიდან კი ახალგაზრდებს შორის დაიწყება კონტინენტის პირველობა.

კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატის შეჯიბრების ბოლო დღეს საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, კერძოდ,

ხმლით ფარიკაობაში ასპარეზობენ:

გიორგი ურუშაძე,
საბა გოგოხია,
გაბრიელ ონიანი,
გიორგი ბობოხიძე;

რაპირით ასპარეზობენ:

ანდრია ყიფიანი,
ლაზარე ჩიტაძე,
გივი ყურაშვილი,
ილია თედორაშვილი;

დაშნით ფარიკაობაში იასპარეზეს:

ლიზი ჯანელიძემ,
მარიამ მანაგაძემ,
ბარბარე გოგიბერიძემ,
ანამარია ანთიძემ.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ანგარიშზე ერთი მედალია:
კონტინენტის პირველობაზე კადეტებს შორის ჩემპიონობა გიორგი ურუშაძემ იზეიმა. მან საქართველოს ამ ასაკობრივ კატეგორიაში ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა.

მონაწილეობას 42 ქვეყნის 1100-ზე მეტი სპორტსმენი იღებს. საქართველო იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. კონტინენტის პირველობა 27 თებერვალს დასრულდება.

დღის ამბები