2026 წლის თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა.
მამაკაცთა გუნდებს შორის ტურნირში გამარჯვება იზეიმა "ბათუმის" გუნდმა, რომელმაც 2-1 გუნდი "ყვარელი" დაამარცხა. ხოლო თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გოგონათა შორის გუნდი "ევროპის უნივერსიტეტი" გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში "ჯიკო 1"- ის მონაწილეები დამაჯერებლად, ანგარიშით 2-0 დაამარცხეს.
შეჯიბრი ბაკურიანში 17-22 თებერვლის ჩათვლით გაიმართა. ტურნირი საქართველოს ფრენბურთის კალენდარში ერთ-ერთი გამორჩეული სპორტული მოვლენაა და ქვეყანაში თოვლის ფრენბურთის პოპულარიზაციასა და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო პირველი და უმაღლესი ლიგის მამაკაცთა და ქალთა გუნდებმა, ჯამში ჩემპიონატს 30 მონაწილე გუნდი ჰყავდა.
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანის კლიმატური პირობები და სპორტული ინფრასტრუქტურა იდეალურ გარემოს ქმნის თოვლის ფრენბურთის მაღალი დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად. თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.