"მოხდეს ბაზების განახლება და ის პირები, რომელთაც უკვე დაძლეული აქვთ სიღარიბის ზღვარი და აღარ არიან ამ სეგმენტში მოქცეულები, ისინი ამ ბაზებიდან იქნენ გაყვანილი" - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესის დაწყების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
მისი თქმით, აუცილებელია, რესურსები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, უფრო კონკრეტულად მოხმარდეს იმ პირებს, რომელთა სოციალური მდგომარეობა ნამდვილად საჭიროებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან.
"დაგროვდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია, რომ სისტემა იყოს სამართლიანი და ეს რესურსები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, უფრო კონკრეტულად და რეალურად მოხმარდეს იმ პირებს, რომელთა სოციალური მდგომარეობა ნამდვილად საჭიროებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან. მოხდეს ბაზების განახლება და ის პირები, რომელთაც უკვე დაძლეული აქვთ სიღარიბის ზღვარი და აღარ არიან ამ სეგმენტში მოქცეულები, ისინი ამ ბაზებიდან იქნენ გაყვანილი," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების პროცესი იწყება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. 2026 წლის მონაცემებით, ბაზაში სულ რეგისტრირებულია 400 ათასამდე ოჯახი. თუმცა, არსებული ინფორმაცია სრულად ვერ ასახავს მოქალაქეთა რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.