08 აგვისტო 2026,   03:41
ვრცლად
კონფერენს თასის გათამაშება წყალბურთში - "აპოლო", რომელიც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს, დღეს ორ მატჩს გამართავს

წყალბურთში ევროპის საკლუბო ტურნირის, კონფერენს თასის გათამაშებაში "აპოლომ" მეორე მატჩი ხორვატულ "პრიმორიესთან" გამართა და პენალტების სერიაში 23:22 დაამარცხა.

ქართულ გუნდს, ორი ტურის შემდეგ, სამი ქულა აქვს და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

"აპოლო" დღეს ორ მატჩს გამართავს – 12:30 საათზე იტალიურ "დე აკერს" დაუპირისპირდება, 22:00 საათზე კი, ფრანგულ "მონპელიეს" შეხვდება.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი 

 

დღის ამბები