08 აგვისტო 2026,   06:52
ვრცლად
საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 105 წელი გავიდა

საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 105 წელი გავიდა. დამფუძნებელმა კრებამ სახელმწიფოებრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი სამართლებრივ-პოლიტიკური აქტი - 1921 წლის 21 თებერვალს მიიღო.

"კონსტიტუცია შექმნეს ქართველმა იურისტებმა და პოლიტიკოსებმა უცხოელთა ჩართულობის გარეშე, რაც საკონსტიტუციო თვითშემოქმედების პროცესში ეროვნული სამართლებრივი ინტელექტუალიზმის სიმწიფეზე მეტყველებს", - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაში, სადაც რევაზ ნადარაია ქართველ ხალხს პირველი კონსტიტუციის მიღების თარიღს ულოცავს.

"საბოლოოდ , 1921 წლის კონსტიტუციამ, მისმა პრინციპებმა უმაღლესი გამოხატულება ჰპოვა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის პრეამბულაში, რითაც დადასტურდა, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო საქართველოს პირველი რესპუბლიკის და მისი ძირითადი კანონის - კონსტიტუციის სამართალმემკვიდრეა!" - წერია საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდზე გავრცელებულ წერილში.

დღის ამბები