19 ივნისი 2026,   00:10
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი: ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ: "ომის ხვალვე დასრულება თუ გსურთ, გადით დონბასიდან"

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს მოლაპარაკებებში ერთმანეთის მსგავსი პოზიცია აქვთ.

"ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ: თუ გსურთ, რომ ომი დასრულდეს ხვალვე, გადით დონბასიდან", – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში გაყინული ფრონტის ხაზის სიახლოვეს ევროპელი მშვიდობისმყოფელების განთავსების მომხრეა.

"უკრაინელებს, რა თქმა უნდა, სურთ, რომ ჩვენი პარტნიორები იდგნენ ჩვენთან ერთად ფრონტის ხაზზე", – განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები