"საქართველოს ფოსტამ" საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილისა და პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის, თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გამართა. მარკები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით გამოიცა.
იდეის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები. ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.