05 აგვისტო 2026,   09:17
ვრცლად
"არ აღიარებს ბრალს არც ერთ ნაწილში" - ელისო კილაძის ადვოკატი

აღმკვეთის ღონისძიების მოლოდინში - ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულ ელისო კილაძის საქმეზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. მას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

ამავე ბრალდებით სამართლებრივი დევნა დაწყებულია 10 პირის მიმართ. ნაწილი მიმალვაშია - საუბარია ყოფილ გენერალურ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძესა და კიდევ რამდენიმე პირზე.

"ქოლცენტრების" მორიგი მასშტაბური დანაშაულის გახსნის შესახებ განცხადება პროკურატურამ გუშინ გააკეთა.

პროკურორის ინფორმაციით, უკანონოდ მიღებული თანხის ნაწილით სხვადასხვა ოპოზიციური მედიასაშუალებები ფინანსდებოდა. "ქოლცენტრების" მცირე ჯგუფს კი, ფარცხალაძესთან ერთად, პატიმრობაში მყოფი სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა.

ელისო კილის ადვოკატის, ნათია კორკოტაძის განცხადებით, კილაძე არცერთ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"მასალები უნდა ჩავიბარო, მოცულობითია. 180-ის მე-3 და მე-4 მუხლი აქვს წაყენებული და 194, არცერთ ნაწილში ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ არის უდანაშაულო და უდანაშაულობას დაამტკიცებს სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

დღის ამბები