ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბათუმის შესასვლელთან თევზის რესტორნებს ანგრევენ, სიცრუეა.
"სხვადასხვა მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ე.წ. თევზის რესტორნების დემონტაჟი ხორციელდება. მოგახსენებთ, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, მიმდინარეობს სახელმწიფო ტერიტორიაზე განთავსებული უნებართვო ობიექტის დემონტაჟი. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს კომპეტენციისა და კანონის სრული დაცვით", - აღნიშნულია განცხადებაში.