18 ივნისი 2026,   23:54
ვრცლად
ნიგერიაში, მაღაროში გაზის აფეთქებას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ ნიგერიაში, პლატოს შტატში, ტყვიის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 40-მდე მაღაროელი დაიღუპა. მედიის ცნობით, 30-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შტატი, სადაც აფეთქება მოხდა, ქვეყნის სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ისტორიული ცენტრია, თუმცა ბოლო წლებში ამ დარგმა მკვეთრი დაღმასვლა განიცადა. ამ რეგიონის დედაქალაქი, ჯოსი, ცნობილია როგორც "კალის ქალაქი", რაც შტატის სამთო წარსულზე მიანიშნებს; თუმცა, ამჟამად იქ ძირითადად მხოლოდ მცირე ზომის, უნებართვო კუსტარული მაღაროებიღა ფუნქციონირებს.

დღის ამბები