საფრანგეთში, მემარჯვენე აქტივისტის მკვლელობის საქმეზე, პოლიციამ 9 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ეროვნული ასამბლეის დეპუტატის თანაშემწეა.
მედია წერს, რომ გამოძიება "განზრახ მკვლელობის" და "დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძალადობის" მუხლებით მიმდინარეობს. ფრანგული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ათამდე ადამიანი ძირს დავარდნილ სამ ადამიანს, რომელთაგან ორმა გაქცევა მოახერხა.
შეგახსენებთ, ლიონის ქუჩებში ძალადობა მოძრაობა "ანტიფას" წევრებმა დაიწყეს, მემარცხენე დაჯგუფების 20-მდე ნიღბიანი პირი სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სასწავლო დაწესებულებაში პროპალესტინელი ევროპარლამენტარის საჯარო ლექციას აპროტესტებდნენ.