ქალაქ ახალციხეში ხანძთელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 32 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში კეთდება ფასადი და სადარბაზოები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.
არსებულ ვითარებას ადგილზე ახალციხის მერი გაეცნო.
"ქალაქის იერსახის მოწესრიგება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ დავიწყეთ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად შეიცვლება კორპუსის აგრე ფასადი, ასევე სადარბაზოები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ მიმართულებით, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას," - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური.