"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. შედგა გასაუბრება ადგილობრივებთან - მოხის, ჭეჭლისა და ზედ-უბნის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში. შეხვედრების მიზანი იმ ინფრასტრუქტურის შერჩევაა, რომლის მოწესრიგებაც მოსახლეობისთვის პრიორიტეტულია.
ეტაპობრივად შეხვედრები 55 სოფელსა და დაბა აბასთუმანში შედგება.