10 აგვისტო 2026,   23:15
ვრცლად
"ძალიან კარგად ვიცით, იაგო კაჭკაჭიშვილი ვისგან ფინანსდება და რა როლი ჰქონდა კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესში" - გიორგი გაბუნია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებებს, რომელმაც სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის საკითხზე საჯარო დებატებს მავნებლობა უწოდა, შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ მსგავსი განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ ეს ადამიანები არ არიან მზად შევიდნენ დემოკრატიულ პროცესში, რასაც ჰქვია დებატები. 

"როდესაც შენ ამბობ უარს დებატებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ არ გაქვს არანაირი პოზიცია, არ გაქვს არგუმენტი იმისა, რომ შენი პოზიცია დაიცვა. ეს განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არის მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის მაჩვენებელი, იმის მაჩვენებელი, რომ ეს ადამიანები არ არიან მზად იმისათვის, რომ შევიდნენ დემოკრატიულ პროცესში, რასაც ჰქვია დებატები, რასაც ჰქვია დისკუსია საზოგადოებასთან, თუნდაც განსხვავებული პოზიციის მქონე მოქალაქესთან. იაგო კაჭკაჭიშვილი ვისგან ფინანსდება და მას რა როლი ჰქონდა კონკრეტულ პოლიტიკურ პროცესში, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით," - აცხადებს გიორგი გაბუნია.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები