ლიონში 23 წლის აქტივისტის მკვლელობამ პროტესტის ტალღა გამოიწვია. პარიზისა და ლიონის ქუჩებში ასობით მოქალაქე გამოვიდა. ისინი მოძალადეების დასჯას ითხოვენ.
შეგახსენებთ, მემარჯვენე აქტივისტი 12 თებერვალს, ლიონში, პოლიტიკური აქციის დროს მომხდარი თავდასხმის შედეგად, მძიმედ დაშავდა, მიყენებული დაზიანებების შედეგად კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, აქტივისტზე თავდასხმის უკან მოძრაობა "ანტიფასტან" დაკავშირებული პირები იდგნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.