09 აგვისტო 2026,   21:21
ვრცლად
ყველაზე დაძაბული, ხმაურიანი, მოულოდნელობებით სავსე თამაშის სატელევიზიო ვერსია - "რუსთავი 2 -ზე" ნიღბების ღამე იწყება

"რუსთავი 2"-ზე ნიღბების ღამე იწყება - ყველაზე დაძაბული, ხმაურიანი, მოულოდნელობებით სავსე თამაშის სატელევიზიო ვერსია.

პროექტში 9 მონაწილეა - 2 ნიღბიანი და 7 პატიოსანი მოქალაქე. ვინ ამბობს ტყუილს და ვინ სიმართლეს - ეს თამაშის ბოლოს გაირკვევა. მანამდე კი თავიანთი პატიოსნება მონაწილეებმა განსაზღვრულ დროში უნდა დაამტკიცონ.

პირველ სეზონზე 9 ეპიზოდი იქნება, თითოეულ ეპიზოდს ეყოლება საუკეთესო მოთამაშე, რომელიც სუპერ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

"რამდენიმე თვის წინ, არაჩვეულებრივი გუნდი მოვიდა "რუსთავი 2-ზე." ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც საჭირო დროს და საჭირო ადგილას მოხვდნენ ისინიც და ჩვენც, იმიტომ, რომ ჩვენ ვეძებდით Game show-ს იდეას და ბიჭებმა ეს Game show-ს იდეა მოიტანეს. მხოლოდ იმისთვის, რომ ამ დაძაბულ პერიოდში, დაძაბულ მსოფლიოში, ადამიანებმა სწორედ "რუსთავი 2-ის" ეთერში იპოვონ თუნდაც ის ერთი საათი, რომლითაც გამოეთიშებიან ყოველდღიურობას, რუტინას, დაისვენებენ და მიიღებენ სიამოვნებას.

ვცდილობთ, რომ არ გავცდეთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვებს, რაც ვამცნეთ საზოგადოებას ზაფხულში - ეს არის ახალი არხი, დიდი ისტორიით და ყველა გადაცემა, ყველა პროექტი, ყველაფერი, რასაც "რუსთავი 2-ის" ეთერში მაყურებელი ხედავს, არის დაღდასმული ამ კონცეფციით, რომ ეს არის ახალი, ოღონდ დიდი ისტორიით," - აღნიშნა "მედია ჰოლდინგის" გენერალურმა დირექტორმა, ბაკურ ბაკურაძემ.

დღის ამბები