იერიშების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარკო რუბიოსთან ინფორმაცია მიაწოდა- ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე რუსეთის დარტყმების და უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმების გავლენაზე.
"განვიხილეთ, როგორ დავეხმაროთ უკრაინას ზამთრის სიცივის დროს სიცოცხლის დაცვაში და ჩვენი მდგრადობის გაძლიერებაში. ასევე, დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური პროცესი და სამმხრივი შეხვედრები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები პროდუქტიული იყოს", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია პროგრესის მიღწევა უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური აღდგენის საკითხებში.