04 აგვისტო 2026,   18:46
ვრცლად
"ჰაერის დაბინძურების მთავარი ფაქტორი არის ავტომობილი - როდესაც ვხედავთ ცუდ გამონაბოლქვს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს იწვევს ფარულ და ხილულ დაზიანებებს" - ეკატერინე ადამია

საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა პირველი აპრილიდან აიკრძალება. რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ მანქანების იმპორტზე. ის არ ეხება უკვე შემოყვანილ ავტომობილებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში საუბრობენ იმ ზიანზე, რომელიც გარემოს დაბინძურებას და გამონაბოლქვს მოაქვს.

ეს არის ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება, რაც განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების.

"ჰაერის დაბინძურება ურბანულ დასახლებებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორს წარმოადგენს ისეთი დაავადებებისთვის, როგორიც არის: რესპირატორული, ალერგიული, გულსისხლძარღვთა, სიმსივნური დაავადებები, რაც საერთო სიკვდილიანობის 93% არის ასოცირებული. ჰაერის დაბინძურების მთავარი ფაქტორი არის ავტომობილი, ჩვენ როდესაც ვხედავთ ცუდ გამონაბოლქვს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს იწვევს ფარულ და ხილულ დაზიანებებს, განსაკუთრებით საშიშია მოწყვლადი ჯგუფებისთვის,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ეკატერინე ადამია.

დღის ამბები