08 აგვისტო 2026,   02:42
ვრცლად
საქართველოს მთავრობის წევრებმა, კლიმატის ცვლილების საბჭოს სხდომაზე, მე-3 ციკლის დოკუმენტზე იმსჯელეს

საქართველოს მთავრობის წევრებმა კლიმატის ცვლილების საბჭოს სხდომაზე, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული მე-3 ციკლის დოკუმენტზე იმსჯელეს.

საბჭო საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. მისი მიზანი, "კლიმატის ცვლილების შესახებ" გაეროს ჩარჩო კონვენციისა და "პარიზის შეთანხმების" ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობაა.

საბჭოზე განხილული დოკუმენტი კი დასამტკიცებლად მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი.

დღის ამბები