2 მილიონზე მეტი ავტომობილი, გადატვირთული გზები და გამონაბოლქვით გარემოზე მიყენებული ზიანი - ამ გამოწვევებზე საპასუხოდ მმართველ გუნდში გადაწყვეტილება მიღებულია.
მომზადდა კანონპროექტი რომელიც ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტს კრძალავს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ინიციატივა ეყრდნობა იმ სტატისტიკურ მონაცემებს რომლის მიხედვით ბოლო წლებში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა მილიონზე მეტით გაიზარდა.
უწყებაში აცხადებენ რომ სიახლის მიზანი ეკოლოგიის, ადამიანის ჯანმრთელობის და კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ახალი რეგულაცია მხოლოდ იმპორტზე გავრცელდება და არ შეეხება უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.
ავტომობილების იმპორტზე რეგულაციის ამოქმედებამდე ინიციატივას დეტალურად განიხილავენ. პროექტში გათვალისწინებულია გარკვეული გამონაკლისებიც, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე საჯარო არ არის. რეგულაცია ავტომობილების იმპორტზე და ეკოლოგიურ მიზნებზე გათვლილი ცვლილებაა. ბოლო კვლევების მიხედვით საქართველოში ავტოპარკის 52 პროცენტი 20 წელზე მეტი ასაკისაა.
ავტორი:ირაკლი კოშაძე.