09 აგვისტო 2026,   14:50
ვრცლად
"როდესაც ხედავენ დემოკრატიის განადგურებას საქართველოში, არა მარტო შეშფოთებულები არიან, არამედ ამ კონკრეტულ განცხადებებს ქმედებებიც მოჰყვება" - ლაშა ფარულავა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ "შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად", თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებშიც.

"პარტნიორები ორ ნაწილად ყოფენ დამოკიდებულებას. ერთია - ქართველი ხალხი და მეგობრობას ქართველ ხალხს უდასტურებენ. შვედეთის სახელმწიფო წლების განმავლობაში საქართველოს ეხმარებოდა დემოკრატიის განვითარებაში. მათ არაერთი ფინანსური კონტრიბუცია აქვთ ამ მიმართულებით განხორციელებული და როდესაც ხედავენ დემოკრატიის განადგურებას საქართველოში, არა მარტო შეშფოთებულები არიან, არამედ ამ კონკრეტულ განცხადებებს ქმედებებიც მოჰყვება," - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული განცხადება ეკუთვნის იმავე უწყებას, რომლის წარმომადგენელმაც თბილისში დემონსტრანტებს "მაიდანის" მოწყობისკენ მოუწოდა. "ქართველი ხალხის მეგობრობა" სიტყვებით არ იზომება - ამბობს პარლამენტის სპიკერი და სოციალურ ქსელში პოსტთან ერთად აღნიშნული მოწოდების ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბრით თარიღდება.

 

დღის ამბები