09 აგვისტო 2026,   16:18
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სისხლიან გადატრიალებაში გადაზრდას" - თენგიზ შარმანაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ "შვედეთი რჩება ქართველი ხალხის მეგობრად" თბილისში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული განცხადება ეკუთვნის იმავე უწყებას, რომლის წარმომადგენელმაც თბილისში დემონსტრანტებს "მაიდანის" მოწყობისკენ მოუწოდა. "ქართველი ხალხის მეგობრობა" სიტყვებით არ იზომება - ამბობს პარლამენტის სპიკერი და სოციალურ ქსელში პოსტთან ერთად აღნიშნული მოწოდების ვიდეოკადრებსაც ავრცელებს, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბრით თარიღდება.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროა, რომ ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სისხლიან გადატრიალებაში გადაზრდას.

"ამ შემთხვევაში, დუმილი არის არაადეკვატური სიტყვა. როგორ შეიძლება ორგანიზატორი იყოს ის ადამიანი, ვისაც შეიძლება მერე მოსთხოვო კომენტარის გაკეთება.

მათი ხელისუფლების წარმომადგენელი მოუწოდებდა ქართველ ხალს - მეტი გამოდით, მეტი აგრესიულობა შეიტანეთ ურთიერთობაში, მაიდანიც კი ახსენა. ამ ყველაფერს ხელს უწყობდა შვედეთის ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ახლა ძალიან დიდი გულუბრყვილობა იქნება, რომ მათგან რაიმე ობიექტურ შეფასებას დაველოდოთ.

სამწუხაროა, რომ ორგანიზებას უწევენ უცხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სისხლიან გადატრიალებაში გადაზრდას," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

დღის ამბები