09 აგვისტო 2026,   15:43
ვრცლად
რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები