"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ადგილობრივები თავად წყვეტენ, რომელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სურთ პირველ ეტაპზე.
გორის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ შეხვედრებს ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
მიმდინარე წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტისთვის მილიონ ნახევარზე მეტი ლარია გამოყოფილი. თითოეულ სოფელში გათვალისწინებულია 10 000-დან 20 000 ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსდება.