თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სრულდება ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა, რომელიც მაისიდან უნდა ამოქმედდეს.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
თეთრიწყაროს გარდა, ობიექტი მარნეულს, წალკას, დმანისსა და ბოლნისს 29 წლის განმავლობაში მოემსახურება.