08 აგვისტო 2026,   06:49
ვრცლად
სამუშაო სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სამუშაო სიღარიბის მაჩვენებელი 1.4%-მდე შემცირდა

სამუშაო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმზეა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ "სამუშაო სიღარიბის" ინდექსი გამოაქვეყნა, რაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი დასაქმებულების რაოდენობას ასახავს. მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ზღვარს მიღმა მყოფი პირების დონე მინიმუმამდე შემცირდა და 1.4%-ს გაუტოლდა. მონაცემების მიხედვით, ორი წლის განმავლობაში სიღარიბე ორნახევარჯერ, ხოლო 2012 წელთან შედარებით 10-ჯერ შემცირდა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში სამუშაო სიღარიბის მკვეთრი შემცირება 2012 წლიდან დაიწყო. მაგალითად, 2000-2003 წლებში სიღარიბის ზღვარს მიღმა დასაქმებულთა საშუალოდ 19% იყო. ეს ვითარება არ შეცვლილა 2004-2012 წლებში, როდესაც საშუალოდ ყოველი მეექვსე დასაქმებული ზღვარს ქვემოთ იმყოფებოდა. სიტუაცია არსებითად 2013-2024 წლებში შეიცვალა, რადგან ამ პერიოდში სამუშაო სიღარიბის დონე 6%-ს გაუტოლდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში საქართველოში არსებული ეკონომიკურად მზარდი მდგომარეობა ობიექტურად არის ასახული.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საქართველოში ბოლო წლებში არსებული დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, სიღარიბის შესამცირებლად დაგეგმილი რეფორმების განხორციელება სრულიად რეალურია.

დღის ამბები