14 აგვისტო 2026,   00:35
ვრცლად
ბრიტანეთის პრობლემები რატომ უნდა იყოს ჩვენთვის გასახარებელი, ნამდვილად ვერ ვხვდები - ირაკლი ფავლენიშვილი

მწვავე კრიზისი ბრიტანულ პოლიტიკურ ელიტაში - პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის პოლიტიკური მომავალი მზარდი წნეხისა და გახმაურებული სკანდალების ფონზე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ადმინისტრაციის უფროსის ხმაურიანი წასვლის შემდეგ, პოსტი ამჯერად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ტიმ ალანმა დატოვა.

საკადრო რყევების მიზეზი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული პირის ელჩად დანიშვნას უკავშირდება. რეკომენდაცია, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა აიღო.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ბრიტანული ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი აცხადებს, რომ ყველაზე არაპოპულარული და უსარგებლო პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება.

პროცესებს თბილისშიც ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ლონდონი, რომელიც ხშირად გამოირჩევა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევითა და კრიტიკული განცხადებებით, თავად არის გახვეული შიდა სკანდალებში, რაც მათ რეპუტაციას სერიოზულ დარტყმას აყენებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ბრიტანეთს, დემოკრატიისა და ბევრი სხვა მიმართულებით სამაგალითო მდგომარეობა აქვს.

"თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყნებში რაღაც ტიპის პრობლემები არსებობს, ეს არის საფუძველი იმის, რომ ჩვენზე არაფერ უნდა განაცხადონ?!

ბრიტანეთს, დემოკრატიისა და ბევრი სხვა მიმართულებით აქვს სამაგალითო მდგომარეობა, მათი პრობლემები რატომ უნდა იყოს ჩვენთვის გასახარებელი ნამდვილად ვერ ვხვდები.

აქ პრობლემაზეც არ არის საუბარი, აქ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის გრძნობა იყო გამოხატული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები