გვექნება ძალიან გახსნილი დისკუსია. იმედი გვაქვს, რომ სწორი ანალიზით, ანალიტიკით შევჯერდებით საერთო გადაწყვეტილებებზე, რომელიც ერთი მხრივ მისაღები იქნება ბიზნესისთვის და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია პირველ სხდომაზე ხვდება ხორცის, რძის და კვერცხის მწარმოებელ კომპანიებს.
"ხვალიდან, საპარლამენტო ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია აქტიურად იწყებს მუშაობას. კომისიის მუშაობის პირველი სხდომის ფარგლებში, ჩვენ ვიწყებთ შეხვედრას საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან. კერძოდ: ამ ეტაპზე ვხვდებით ხორცის, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, ასევე კვერცხის მწარმოებელ კომპანიებს. შეხვედრის მიზანი იქნება, რომ მოვუსმინოთ მათ, გვინდა გავერკვეთ ბიზნესის საოპერაციო პროცესებში, განვიხილოთ წარმოების ფასწარმოქმნის ჯაჭვი მათთან ერთად, რა პროცესები იწვევს ინფლაციურ წნეხს და ერთად ვიმსჯელებთ. გვექნება ძალიან გახსნილი დისკუსია. იმედი გვაქვს, რომ სწორი ანალიზით, ანალიტიკით შევჯერდებით საერთო გადაწყვეტილებებზე, რომელიც ერთი მხრივ მისაღები იქნება ბიზნესისთვის და ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ბერეკაშვილმა.