"ე.წ. ეფშტეინის საქმე არის არა მარტო პოლიტიკური სკანდალი, არამედ მორალურ-ზნეობრივი სახე, იმ პოლიტიკური ელიტებისა, რომლებიც საქართველოს ხშირად ზემოდან უყურებდნენ და დამრიგებლის ტონით ესაუბრებოდნენ", - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე სკანდალის ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო პოლიტიკას გადატვირთვა სჭირდება.
"ამ ე.წ. ეფშტეინის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ, ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ძალიან ბევრი თანამდებობის პირი გახდა იძულებული, რომ გარკვეული განცხადებები გაეკეთებინათ და გადამდგარიყვნენ.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მსოფლიოს სჭირდება გადატვირთვა. ის ელიტები, რომლებიც ზეგავლენას ახდენდნენ მსოფლიო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მათი მორალური ავტორიტეტი დაცემულია", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.