გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია - ამის შესახებ საქართველო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატოს 10 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, აქ საქართველო, რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე წინ დგას.
"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის!
გამოქვეყნდა კორუფციის აღქმის 2025 წლის ინდექსი და შედეგი ერთმნიშვნელოვანია: საქართველო კვლავ რეგიონის უპირობო ლიდერია.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის 7 და ნატოს 10 წევრ ქვეყანას. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, აქ საქართველო, რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე წინ დგას.
ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ამხელს რეალობას - ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ ანგარიშსწორების პოლიტიკა დეზინფორმაციული კამპანიების გზით," - წერს პაპუაშვილი.