10 აგვისტო 2026,   22:03
ვრცლად
"ჩვენი პოლიტიკა სრულად ემყარება იმას, რომ საქართველოში ბიზნესი არის თავისუფალი და სახელმწიფომ, კერძო სექტორთან დიალოგის ფორმატით, სწორი გადაწყვეტის გზა უნდა ნახოს" - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენი პოლიტიკა, რეალურად სრულად ემყარება იმას, რომ საქართველოში ბიზნესი არის თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა "დებატების" ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, საჭიროა, სახელმწიფომ, კერძო სექტორთან დიალოგის ფორმატით, ნამდვილად სწორი გადაწყვეტის გზა ნახოს იმისთვის, რომ ფასების შემცირება არ იყოს მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გამოსავალი მოინახოს, რათა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი.

"ჩვენი პოლიტიკა, რეალურად სრულად ემყარება იმას, რომ საქართველოში ბიზნესი არის თავისუფალი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ბიზნესმა თავად უნდა წარმართოს თავისი სამეწარმეო საქმიანობა, ბიზნესი ბუნებრივად მომართულია, რომ ჰქონდეს მეტი შემოსავალი. ასევე, ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას და ახალ სამუშაო ადგილებს. სწორედ ეს არის ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ სახელმწიფომ, კერძო სექტორთან დიალოგის ფორმატით, ნამდვილად სწორი გადაწყვეტის გზა ნახოს იმისთვის, რომ ფასების შემცირება არ იყოს მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გამოსავალი იყოს, რათა ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე ერთად ვიზრუნოთ. ეს არის მთავარი ამოცანა.

მეორე მხრივ, ჩვენ არაერთგზის ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფომ განაგრძოს ზრუნვა მცირე და საშუალო მეწარმეებზე, იმისთვის, რომ მათ ხელი შევუწყოთ, ჰქონდეთ წვდომა დაბანდებით ფინანსებზე, იმისთვის, რომ მათ შეძლონ პროდუქციის წარმოება და დამატებითი ღირებულების შექმნა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთი მიმართულებით.

სახელმწიფოს აქვს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ პასუხობს იმ საჭიროებებსა თუ გამოწვევებს, რომელზეც, მათ შორის, ბატონმა ალექსანდრემ ისაუბრა", - განაცხადა ქვრივიშვილმა.

დღის ამბები