08 აგვისტო 2026,   10:17
ვრცლად
მორიგი საჯარო დებატები დღეს "რუსთავი 2-ის" ეთერში - პროდუქტების ფასების რეგულირებაზე  სასაუბროდ, ოპონენტების პირისპირ პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი დასხდებიან

მორიგი საჯარო დებატები დღეს "რუსთავი 2-ის" ეთერში - მთავარი თემა ამჯერად სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების რეგულირებაა. სტუდიაში ოპონენტების პირისპირ ქვეყნის პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დასხდებიან.

პირველი დებატებისგან განსხვავებით, ამჯერად დისკუსიაში ჩაერთვება გახარიას გუნდიც. განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

"გირჩი" ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა დებატებს და, ზოგადად, მიაჩნია, რომ დებატები არის ერთადერთი სწორი გზა პოლიტიკურ ოპონენტებთან, როგორც საუბრის, ისე მათი დამარცხების და მათი ამომრჩევლის გადმობირების. ამიტომ, მიუხედავად იმისა, იდეალური არის თუ არა ფორმატი, რომელიც შეიქმნა, "გირჩი" გააგრძელებს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას," - აღნიშნა პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრმა ეკა ონიანმა.

შეგახსენებთ, დებატებთან დაკავშირებით ინიციატივა მთავრობის მეთაურს ეკუთვნის. საჯარო განხილვების მნიშვნელობაზე საუბრობენ პოლიტიკოსები.

დღის ამბები