09 აგვისტო 2026,   13:22
ვრცლად
"სამწუხაროდ, საერთაშორისო ლიბერალურმა მედიამ არ იცის საზღვრები. ისინი ცრუობენ, ავრცელებენ ყალბ ამბებს და არ ადარდებთ შედეგები" - პეტერ სიიარტო

"რუსთავი 2-თან" - ექსკლუზიურ ინტერვიუში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა:

- მინდა შეგახსენოთ თქვენი ინტერვიუ BBC HARDtalk-თან, სადაც თქვით, რომ ევროკავშირი და დასავლური პარტიები ცდილობენ მეინსტრიმ მედიის გამოყენებით მოაწყონ შანტაჟის კამპანია უნგრეთის და სხვა სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ. მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება: არის კონკრეტული შემთხვევა ნოემბერში საქართველოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ბრიტანულმა მაუწყებელმა გადაიღო ფილმი და კატეგორიულად დაადანაშაულა ქვეყნის მთავრობა მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამვლელი ქიმიკატების გამოყენებაში — ნივთიერებების, რომლებიც აკრძალულია მთელ მსოფლიოში, თუ სწორად მახსოვს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტი, მხოლოდ მოსაზრებები და ინტერვიუები რამდენიმე NGO-ს ხელმძღვანელთან. როდესაც BBC-ის ჟურნალისტთან საუბრობდით ქვეყნების წინააღმდეგ გამოყენებულ მეინსტრიმ მედიაზე, ასეთ ფაქტებს გულისხმობდით? და როგორ ფიქრობთ, წარმოგედგინათ, რომ საქმე ასე შორს წავიდოდა?


"სამწუხაროდ, საერთაშორისო ლიბერალურმა მედიამ არ იცის საზღვრები. ისინი ცრუობენ, ავრცელებენ ყალბ ამბებს და არ ადარდებთ შედეგები. მაგალითად, ბოლოს Bloomberg-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა ტრამპმა ტელეფონით ზეწოლა მოახდინა პრემიერ-მინისტრ ორბანზე, რათა შეეცვალა უნგრეთის პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საქმე ისაა, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს არ უთქვამს მსგავსი არაფერი, არამედ საერთოდ არ შემდგარა ეს სატელეფონო საუბარი. ასე რომ, მათ ფაქტები არ ადარდებთ. საერთაშორისო მედიასთან გამკლავების საუკეთესო გზა მათი იგნორირებაა. ეს არის ჩემი რჩევა".

დღის ამბები