08 აგვისტო 2026,   02:26
ვრცლად
დღეს საქართველო დავითობას აღნიშნავს - 8 თებერვალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარზე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

დღეს საქართველო დავითობას აღნიშნავს. 8 თებერვალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარზე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.

მონარქი, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის ბოლოს გამეფდა და რომელმაც ქვეყანა გააერთიანა, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ოქროს ხანას და ეკლესიის ავტორიტეტი აღადგინა - დავით აღმაშენებელმა შექმნა არა მხოლოდ ძლიერი ჯარი, არამედ, გელათის აკადემიის სახით, იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი.

საკუთარი ანდერძის თანახმად, მეფე გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. დღეს, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება.

დღის ამბები