"ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი იმართება ჩვენს დედაქალაქში - ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტიციის თვალსაზრისით საქართველო საინტერესო ქვეყანაა," - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
"ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, წინ მიდის, ბიზნესის კეთებისთვის სასიამოვნო გარემოა შექმნილი, - რა თქმა უნდა, ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ახორციელებს. დღეს, 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ინვესტორია ჩამოსული ქვეყანაში, რომელსაც აინტერესებს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება. ასევე, წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, რომლებიც ისაუბრებენ ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზე და იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარება," - განაცხადა კახა კალაძემ.