08 აგვისტო 2026,   08:53
ვრცლად
არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდებს უმასპინძლა

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდებს უმასპინძლა. კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა.

ყურადღება გამახვილდა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე იმ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის გაძლიერებაზე.

"შეხვედრის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივაწოდოთ მათ ინფორმაცია არჩევნების მნიშვნელობის შესახებ. ისევე, როგორც ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე საარჩევნო პროცესებში. ასევე, ვისაუბრეთ იმ ინიციატივებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, რომელიც ორიენტირებული არის ახალგაზრდების წახალისებაზე საარჩევნო პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით." - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.

 

დღის ამბები