08 აგვისტო 2026,   09:29
ვრცლად
პრემიერი: საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის,  გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის.  

"9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ასეთ რეიტინგებში", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები