საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო.
გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები ფიგურული მოციგურავეები - ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იყვნენ. ო
ლიმპიურ თამაშებში საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი. მილან-კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება.