05 აგვისტო 2026,   09:39
ვრცლად
ქვეყნის კულტურა, ღვინო, ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ადგილები - თელ-ავივში მიდმინარე საერთაშორისო გამოფენაზე ქართული სტენდი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს

ჩვენი ქვეყნის კულტურა, ღვინო, ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები - თელ-ავივში, საერთაშორისო გამოფენაზე, ქართული სტენდი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ტუროპერატორები და სასტუმროების წარმომადგენლები ქვეყნის პოტენციალს ისრაელის 60-ზე მეტ ტურისტულ კომპანიას აცნობენ.

ღონისძიების ფარგლებში კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები შედგა. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივ ტურისტულ პროექტებზე მუშაობა.

ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა. მიზანი - ისრაელიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდაა. შეხვედრისას აქცენტი რეგულარული ფრენების მნიშვნელობაზეც გაკეთდა. ისრაელი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორთა ტოპ ათეულში შედის.

თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი ტურისტული პროექტები - პრეზენტაციამდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია IMTM 2026-ზეც მონაწილეობდა. საერთაშორისო გამოფენა 50 ქვეყნიდან 20 000-ზე მეტ ვიზიტორს აერთიანებდა.

დღის ამბები